ორშაბათს, 15 ივნისს, კალიფორნიაში, აფრენიდან მალევე, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების B-52 „სტრატოფორტრესის“ ტიპის მძიმე ბომბდამშენი ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ედვარდსის ავიაბაზა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი B-52 „სტრატოფორტრესი“ ედვარდსის აეროდრომიდან აფრენიდან მალევე, ადგილობრივი დროით 11:20 საათზე (გრინვიჩის დროით 18:20) ჩამოვარდა“, — ნათქვამია ბაზის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე მაშველები დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.




