ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი აცხადებს, რომ დასავლელმა ლიდერებმა უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნა არ უნდა გამორიცხონ, – იუწყება Politico.

გამოცემის ცნობით, კალასმა ხაზი გაუსვა, რომ ლიდერებმა უნდა განიხილონ ყველა შესაძლებლობა დახურულ კარს მიღმა.

„ვფიქრობ, ეს არის ის სიგნალებიც, რომლებსაც ჩვენ ვუგზავნით რუსეთს, რომ არ გამოვრიცხავთ სხვადასხვა ვარიანტებს, რადგან ყველა ქვეყანამ გაიგო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ომი უკრაინამ მოიგოს“, - ციტირებს გამოცემა კალასს.

Politico-ს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობამ გამორიცხა უკრაინაში ჯარების გაგზავნა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა გუშინ განაცხადა, რომ მაკრონის მიერ ინიციირებული დებატების მადლიერია და რომ განხილვიდან არცერთი საკითხის მოხსნა და არცერთი ვარიანტის უგულებელყოფა არ შეიძლება.