ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელს მოუწოდა, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიაწოდოს, კერძოდ, Patriot-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს ბორელმა აღნიშნა, რომ ეს უნდა გაკეთდეს იმისდა მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული უკრაინის სამხედრო დახმარების დაფინანსების შესახებ ვაშინგტონში.
„ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ შეერთებულ შტატებზე დაყრდნობა. ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა და შევწყვიტოთ ლაპარაკი: „აჰა, ამერიკა გააკეთებს ამას. ჩვენ გვაქვს Patriot-ი, გვაქვს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები. ჩვენ უნდა გამოვიყვანოთ ისინი ჩვენი ყაზარმებიდან, სადაც არიან „ყოველი შემთხვევისთვის“ და გავგზავნოთ უკრაინაში, სადაც ომი მძვინვარებს, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს სწრაფად“, - თქვა მან.
ბორელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ, იაპონიამ, კანადამ და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილებები უფრო სწრაფად უნდა მიიღონ, რათა უფრო ეფექტურად დაუჭირონ მხარი უკრაინას.
"რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ პუტინის გამარჯვება უკრაინაში. უკრაინელები იბრძვიან, მაგრამ მათ იარაღი სჭირდებათ. და ჩვენ უნდა მივცეთ ის ბევრად უფრო სწრაფად", - თქვა ბორელმა.