კიევზე ღამით განხორციელებული ინტენსიური თავდასხმები აჩვენებს, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვის არ აქვს განზრახვა, ირწმუნოს მოლაპარაკებების გზის, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„კიევზე წუხელ ღამით განხორციელებული ინტენსიური თავდასხმები აჩვენებს, ვინ დგას მშვიდობის მხარეს და ვის არ აქვს განზრახვა, ირწმუნოს მოლაპარაკებების გზის. ჩვენი ფიქრებით ვართ უკრაინელ ხალხთან, მშვიდობიან მოქალაქეებთან, რუსული უაზრო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა ოჯახებთან, მათ შორის, ბავშვებთან“, – წერს ჯორჯია მელონი.
კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 18 ადამიანი ემსხვერპლა.
თარგმანი: პირველი არხი