დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბორის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს შეხვდა.

მან შეხვედრის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ტრამპი მხარს დაუჭერს უკრაინას. 

"სასიამოვნო იყო პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრა, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია მისი სიცოცხლის ხელყოფის სამარცხვინო მცდელობის შემდეგ. ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საკითხი და ეჭვი არ მეპარება, რომ ის ძლიერი და მტკიცე იქნება ამ ქვეყნის მხარდაჭერასა და დემოკრატიის დაცვაში", - წერს ჯონსონი სოციალურ ქსელში.