ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ლიდერისთვის ბრალის წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს.
"„ქართული ოცნების“ სტანდარტებითაც კი, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ რეჟიმის ახალი პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები შემაძრწუნებელია. ეს ავადმყოფური საქციელი ასახავს მათი მფარველების ტაქტიკას მოსკოვსა და პეკინში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ"- წერს ჯო ვილსონი X-ზე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, კერძოდ საბოტაჟის, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ
Even by Georgian Dream standards, the regime’s new politically motivated charges against opposition leaders are appalling. This sick behavior mirrors the tactics of their patrons in Moscow and Beijing. The anti-American Georgian Dream regime is betraying its people in favor of… https://t.co/yAMmjMoP8p
— Joe Wilson (@RepJoeWilson) November 6, 2025









