"უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას. ახლა მთავარი განხილვის თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ როდის შეძლებს ამას ქვეყანა." - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პუტინს უკვე წაგებული აქვს ომი, რადგან მან კარგად იცის, რომ უკრაინაში არაფრის შანსი არ აქვს. ალიანსი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს უკრაინა.

პუტინს შეუძლია, ხვალვე დაასრულოს ომი, უბრალოდ თქვას: მე მივდივარ. მას არ აქვს არანაირი შესაძლებლობა, უკრაინაში ომი მოიგოს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.