შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი „უოლ სტრიტ ჟურნალს“ მისი სიტყვების დამახინჯების გამო აკრიტიკებს.

პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ ტვიტში ჯეი დი ვენსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამერიკელი სამხედროები არ შეიძლება აღმოჩნდნენ საფრთხის წინაშე იქ, სადაც ეს არ ემსახურება შეერთებული შტატების ინტერესებს და უსაფრთხოებას.

„პრეზიდენტი ტრამპი არის მთავარი შუამავალი, რომელიც უკრაინაში ომის დასრულების გზით მშვიდობას მოუტანს რეგიონს. როგორც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, ამერიკის ჯარებს არასდროს არ უნდა მიადგეს ზიანი იქ, სადაც ეს არ ემსახურება ამერიკის ინტერესებს და უსაფრთხოებას. ეს ომი არის რუსეთსა და უკრაინას შორის.

ის ვითარება, რომ „უოლ სტრიტ ჟურნალმა“ ისე გადაასხვაფერა ჩემი სიტყვები, როგორც მათ ეს გააკეთეს ამ სტატიისთვის, აბსურდულია, მაგრამ გასაკვირი არაა ისე, როგორც ეს გააკეთა ამ ამბისთვის, არის აბსურდული, მაგრამ გასაკვირი არ არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისინი წლების განმავლობაში დაჟინებით მოითხოვდნენ  სამხედრო ფორმაში ჩაცმული ამერიკელი ვაჟების და ქალიშვილების საჭიროების გარეშე საზღვარგარეთ განთავსებას“.