მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გადაიდო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა შეხვედრის გადადების მიზეზად დაასახელა, რომ აშშ-ს დრო სჭირდება პარტნიორობის მემორანდუმის პროექტზე სამუშაოდ, რომელიც უკრაინამ დაასრულა და ამერიკელებს გადასცა.

როგორც უკრაინული მედია წერს, ზელენსკი და დონალდ ტრამპი ოთხშაბათს, 12 თებერვალს შეთანხმდნენ, რომ უკრაინა დაასრულებდა მემორანდუმის პროექტს პარტნიორობის შესახებ და გადასცემდა მას ამერიკელებს.

მედიის ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკრაინის მიერ გადაცემულ დოკუმენტზე სამუშაოდ დრო 17:00 საათამდე ითხოვა.