იტალიელი რეჟისორი და სცენარისტი ეტორე სკოლა 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, - აღნიშნულის შესახებ Associated Press-ი წერს.

17 იანვარს, რომში იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ორი დღის შემდეგ, 19 იანვარს იგი გარდაიცვალა.

ეტორე სკოლა არაერთხელ იყო წარდგენილი "ოქროს პალმის რტოსა" და "ოსკარის" პრემიებზე.