ორიგინალურად აღნიშნეს იტალიის ჩეპიონატში გამარჯვება კონელიანოს Imoco Volley-ის ფრენბურთელმა ქალებმა.
ნოვარას Igor Gorgonzola-თან მეტად დაძაბულ, ხუთსეტიან ბრძოლაში 3:2 გამარჯვების და იტალიის ჩემპიონობის ზედიზედ მეორე მოპოვების შემდეგ გასახდელში შესული კონელიანოელები სრულად გაშიშვლდნენ და დედაშობილა, მხოლოდ ყელზე ჩამოკიდებული ჯვრით და თასით "შემოსილები" პოზირებდნენ. ფოტოები მრავალრიცხოვან გულშემატკივართა გულის და თვალის გასახარად თავის ინსტაგრამზე კონელიანოელთა პოლონერმა ლეგიონერმა, ჯოანა ვოლოშმა ატვირთა და იქედან მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. გუნდები 18 მაისს კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის სუპრფინალში, ბერლინში და ადვილი შესაძლებელია, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ნოვარას ფრენბურთელებმა არ დაწყვიტონ გული გულშემატკივრებს და მათ იპოზიორონ მხოლოდ თასით "შემოსილებმა".