ბერლინში გამართული ვადამდელი არჩევნები მემარცხენე პარტიამ „Die Linke“ ხმების 25,7%-ით ისტორიულად მოიგო და დედაქალაქის მერად შესაძლოა პირველად ელიფ ერალპი გახდეს.

ერალპის მთავარი საარჩევნო დაპირება ბინების ბაზარზე „ვერგეზელშაფტუნგია“ (Vergesellschaftung) - მსხვილი უძრავი ქონების კონცერნებისთვის ბინების ჩამორთმევა და საზოგადო საკუთრებაში გადაცემა.

მემარცხენეები შეეხებიან დაახლოებით 8 დიდ კომპანიას, რომლებსაც თითოეულს 3 000-ზე მეტი ბინა აქვთ ბერლინში. საუბარია დაახლოებით 220 000 ბინაზე.

პარტია 2021 წლის რეფერენდუმს იშველიებს, სადაც ბერლინელების 58%-მა მხარი დაუჭირა იდეას - „Deutsche Wohnen & Co. enteignen“. თუმცა რეფერენდუმი იურიდიულად სავალდებულო არ იყო და დღემდე არ შესრულებულა.

გეგმას მწვავედ აკრიტიკებენ. უძრავი ქონების გიგანტი Vonovia, რომელსაც მხოლოდ ბერლინში 138 000 ბინა აქვს, აცხადებს: „განსაზოგადოება ერთ ახალ ბინასაც ვერ შექმნის“.

ყველაზე დიდი პრობლემა ფასია. ბერლინის სენატის შეფასებით, კომპენსაციისთვის 28,8-დან 36 მილიარდ ევრომდე იქნება საჭირო. თავად Die Linke ამბობს, რომ ხარჯებს სესხით დაფარავს და ქირიდან დააბრუნებს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს თანხა სკოლების, ინფრასტრუქტურისა და ახალი მშენებლობების ნაცვლად, ყველაზე დიდი კომპენსცია იქნება, რომელიც Vonovia-ს გადაეცემა.

იურიდიულად ეს არა კლასიკური ექსპროპრიაცია, არამედ არის გერმანიის კონსტიტუციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული „განსაზოგადოება“, რომელიც ომის შემდეგ გერმანიაში არასდროს გამოუყენებიათ.

წყარო: „ტაგესშაუ“

მოამზადა რაულ კაპანაძემ