ავტობუსის გაჩერებასთან ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა მოქალაქეებს, რომლებიც ქუჩაში გადაადგილდებოდნენ. 

პარალელურად, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოქალაქეებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან სამხედროების მითითებები.

„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კამპანიის შუაგულში ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. გუშინ ვთქვი, რომ ეს დღეები დიდი მიღწევებისა და დიდი გამოწვევების დღეებია. დიდი მიღწევები, რადგან ჩვენ ჩავშალეთ ნასრალასა და მისი ზედა სარდლობის, ასევე „ჰეზბოლას“ გეგმა გალილეის ოკუპაციის შესახებ. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ჩვენი მოსახლეობა ჩრდილოეთში თავიანთ სახლებში, მაგრამ მეორე მხრივ, არის დიდი გამოწვევები“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის უწყებაში განაცხადეს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემები სრულ მზადყოფნაშია ირანის ნებისმიერი თავდასხმისთვის და ქვეყნის მოკავშირეებიც მზად არიან.

ამ წუთებში კი ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტი, იერუსალიმში მდებარე სამთავრობო ბუნკერში, პირველად ომის დაწყების შემდეგ საგანგებო სხდომას მართავს.