ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარედ ქალაქ რაფაჰზე იერიში მიიტანა, რის შედეგად, სულ მცირე, 37 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა, - იუწყება Reuters ჯანდაცვის ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters იტყობინება, რომ ისრაელმა დარტყმები თვითმფრინავების, ტანკებისა და გემების გამოყენებით განახორციელა, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ორ მეჩეთსა და რამდენიმე სახლს დაარტყეს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განუცხადა, რომ ისრაელმა არ უნდა დაიწყოს სამხედრო ოპერაცია რაფაჰში სანდო გეგმის გარეშე, რომელიც უზრუნველყოფს იქ მყოფი დაახლოებით ადამიანის უსაფრთხოებას.

მანამდე, რამდენიმე ქვეყანამ და დახმარების ორგანიზაციამ ისრაელი გააფრთხილა, რომ რაფაჰზე თავდასხმა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნებოდა.