ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლებმა ახლახან "გაანადგურეს ირანული რეჟიმის შიდა უსაფრთხოების შტაბ-ბინა, რაც ირანელი დიქტატორისთვის ჩაგვრის მთავარი ინსტრუმენტია". 

"როგორც დაგპირდით, გავაგრძელებთ მმართველობის სიმბოლოების მიზანში ამოღებასა და აიათოლას რეჟიმზე დარტყმების მიყენებას, სადაც არ უნდა იყოს ეს," დაამატა მან. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა დღეს დილით ასევე განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში "თეირანს ტორნადომ გადაუარა". 

"მაუწყებლობიდან დაწყებული სამთავრობო სიმბოლოები იბომბება და ნადგურდება და მალე სხვა ობიექტებსაც იგივე ელით, მცხოვრებლები გარბიან. ასე ინგრევა დიქტატურები." - თქვა მან.