ისრაელის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მოიწონა შეთანხმება, რომელიც 3 მილიარდ დოლარად უჩინმაჩინ-გამანადგურებელი F35-ის მესამე ესკადრილიის შეძენას ითვალისწინებს.

სამინისტრომ განაცხადებით,  Lockheed Martin -ის წარმოების 25 თვითმფრინავის შეძენის შემდეგ ისრაელის საჰაერო ძალების შეიარაღებაში არსებული F-35-ს რაოდენობა 75-მდე გაიზრდება და დასძინა, რომ შეთანხმება დაფინანსდება თავდაცვის დახმარების პაკეტით, რომელსაც ისრაელი მიიღებს შეერთებული შტატებისგან. 

ისრაელი იყო პირველი ქვეყანა აშშ-ს ფარგლებს გარეთ, რომელმაც შეიძინა F-35 საბრძოლო თვითმფრინავები. 2018 წლის მაისში საჰაერო ძალების სარდალმა ამიკამ ნორკინმა განაცხადა, რომ ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოწინააღმდეგეს F 35-ით დაარტყა.