ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა. იუწყება BBC.

როგორც იუწყებიან, ლავამ ცხელი წყლის მილები დააზიანა, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ხელისუფლებამ რეიკიანესის ნახევარკუნძულზე მცხოვრებთ ცხელი წყლისა და ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა, ვინაიდან მილების შეკეთებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს. ამჟამად ეძებენ გზებს 20 000-ზე მეტი ადამიანის უზრუნველსაყოფად.

ამასთან, არსებობს საშიშროება, რომ ნაკადმა სვარცენგის ელექტროსადგურთან სხვა მნიშვნელოვანი მილსადენებიც დააზიანოს და ელექტროსადგურის დასაცავად კედელს აშენებენ.