ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ მან "მასიური სარაკეტო და დრონული დარტყმები" განახორციელა ისრაელსა და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.

IRGC-ის მტკიცებით, თავს დაესხნენ 27 ამერიკულ ბაზას, ასევე ისრაელის თელ-ნოფის საჰაერო ბაზას, თელ-ავივში ისრაელის არმიის შტაბ-ბინას და იმავე ქალაქში მდებარე მნიშვნელოვან თავდაცვის სამრეწველო კომპლექსს.

ისრაელის ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმაც  განაცხადეს და აღნიშნეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მუშაობს.

AFP-ის ცნობით, აფეთქებებია დუბაიში, დოჰაში და მანამაში.

დუბაიში, სავარაუდოდ, საერთაშორისო აეროპორტი დაბომბეს.