ირანმა დრონებითა და რაკეტებით იერიში მიიტანა ქუვეითსა და ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე, რაც აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებულ წინა დარტყმებს მოჰყვა. იუწყება CNN.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის დარტყმებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვია, რაც "გამოიწვევს ყველა დიპლომატიური პროცესის სრულ შეჩერებას".

IRGC-ის მტკიცებით, იერიშები მიმართული იყო "აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურის მთავარ ობიექტებზე", კერძოდ, ქუვეითში მდებარე "ალის ალ-სალემის" ავიაბაზაზე და ბაჰრეინში აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბზე. ირანელი სამხედროები ასევე აცხადებენ, რომ დარტყმები განხორციელდა აშშ-ის სამხედროების მიერ მანამდე განხორციელებული შეტევების საპასუხოდ.

IRGC-მა ასევე დააანონსა აშშ-ის სამხედროებისთვის "გამანადგურებელი პასუხი".