ირანის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში შეტაკების დროს ექვსი მებრძოლი მოკლეს. ასევე, დაკავებულია ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი უცხოელია. როგორც უსაფრთხოების ძალებში განმარტავენ, მათ ისრაელის დაზვერვის უწყებასთან ჰქონდათ კავშირი და მათთან ჰქონდათ მომზადება გავლილი.
აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე, შეიარაღებულმა პირებმა პოლიციის ხუთი ოფიცერი მოკლეს.
ირანის სამართალდამცავი უწყების ცნობით, ივნისში ისრაელთან 12-დღიანი ომის დასრულების შემდეგ, ქვეყანაში 21 000-მდე პირი დააკავეს.