ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-ს მიერ ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი იერიშების შედეგად მათ "მნიშვნელოვანი და სერიოზული ზიანი მიადგათ".

სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაცია კვლავ აზუსტებს ზიანისა და დანაკარგების მოცულობას.

"უნდა ვთქვა, რომ დანაკარგები მცირე არ არის და ჩვენი ობიექტები სერიოზულად დაზიანდა". - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არაღჩიმ ასევე განაცხადა, რომ ირანმა შესაძლოა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) თანამშრომლობა შეწყვიტოს. მან ასევე ეჭვქვეშ დააყენა, შეუშვებენ თუ არა ქვეყანაში სააგენტოს დირექტორს, რაფაელ გროსს.