ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები "სრული კონტროლის ქვეშაა". ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.
როგორც არაღჩიმ განაცხადა, ირანი ომისთვის მზადაა, თუმცა დიალოგი ურჩევნია.
"სწორედ ამიტომ გახდა დემონსტრაციები ძალადობრივი და სისხლიანი, რათა ამერიკის პრეზიდენტს ჩარევის საბაბი მიეცეს", – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები, მე-15 დღეა, გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.




