ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი, ომის დროს მიღებული ჭრილობების მიუხედავად, ჯანმრთელადაა. ამის შესახებ ირანის მთავრობის მრჩეველმა და პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ვაჟმა, იუსეფ ფეზეშქიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოჯთაბა ხამენეი ახლა უსაფრთხოდ იმყოფება.

"გავიგე, რომ ბატონი მოჯთაბა ხამენეი დაშავდა. ვკითხე რამდენიმე მეგობარს, რომლებსაც მასთან კავშირები ჰქონდათ. როგორც მათ მითხრეს, ღვთის წყალობით, უსაფრთხოდ და ჯანმრთელადაა", – აღნიშნა იუსეფ ფეზეშქიანმა.

მანამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხამენეი აშშ-სა და ისრაელის ირანზე თავდასხმების პირველ დღეს დაშავდა.

მოჯთაბა ხამენეი საზოგადოებასთან ჯერჯერობით არ გამოჩენილა