ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, უკეთესი იქნება, თუ ომი ახლა დასრულდებოდა, როდესაც თეირანი ძლიერ პოზიციაშია.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"უმჯობესია ომი დღესვე დასრულდეს, სანამ ჩვენ ძლიერ და ღირსეულ პოზიციაში ვართ“, - ციტირებს მედია პეზეშკიანის განცხადებას.

მედიის ცნობით, პრეზიდენტის განცხადებები კონფლიქტის დასრულების სურვილის შესახებ მას შემდეგ გაკეთდა, რაც ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ ახალ საფრთხეს გამანადგურებელი პასუხი მოჰყვება.

ამასთან, ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" განაცხადა, რომ ომის განახლების შემთხვევაში, შესაძლოა კიდევ უფრო დიდი გამანადგურებელი ძალის მქონე იარაღი გამოიყენონ.