ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის მკვლელებს მკაცრ სასჯელს ჰპირდება. ამის შესახებ ირანის არმიის ელიტური ქვედანაყოფის განცხადებაშია ნათქვამი.
"ირანელი ხალხის შურისძიების ხელი ხამენეის მკვლელებს არ გაუშვებს; ისინი მკაცრად დაისჯებიან", - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა უზენაესი ლიდერის მკვლელობა რელიგიური, მორალური, სამართლებრივი და საერთაშორისო ნორმების აშკარა დარღვევად შეაფასა.
ირანის მთავრობამ ხამენეის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებაში ასევე განაცხადა, რომ "დამნაშავეები დაუსჯელები არ დარჩებიან".
"ისლამური უმისა და მსოფლიოს თავისუფლებისმოყვარე ხალხის მხარდაჭერით, ჩვენ ვაიძულებთ მოინანიონ მათ, ვინც ეს დიდი დანაშაული ჩაიდინა და შეუკვეთა", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.




