ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა Aftonbladet-ი აქვეყნებს.
ფინანსური სირთულეების, სერიოზული წარუმატებლობების და არასწორი გადაწყვეტილებების ერთობლიობის შედეგად 62 წლის პეტერი და მისი 45 წლის მეუღლე, მარია, ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, საიდანაც თავის დაღწევის გზა ვერ შეძლეს და ახლა ისინი შვილების დაკარგვის დიდი რისკის წინაშე დგანან.
პანდემიის დროს წარმოქმნილი ფინანსურმა სირთულეების, შემდეგ კი უმუშევრობის შედეგად, მარია და პეტერი მაღალ იპოთეკური საპროცენტო განაკვეთებს ვერ გაუმკლავდნენ, რის გამოც შვედეთის ვალების ამოღების სააგენტომ მათ სახლი ჩამოართვა და აუქციონზე გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილმა კონფისკაციისა და აუქციონის გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ ბანკის მხარე დაიკავა. ეს ნიშნავს, რომ ზრდასრულები უსახლკაროდ რჩებიან, ხოლო ექვსი უმცროსი ბავშვს სხვადასხვა ფორმის მინდობით აღზრდაში გადაიყვანენ.
გამოცემასთან საუბარში პეტერი ამბობს, რომ ყველაფერი პანდემიის დროს დაიწყო.
„პრობლემები პანდემიის დროს დაიწყო. იმ დროს სამშენებლო კომპანიაში ვმუშაობდი და გამოსაცდელი ვადის ერთი კვირა მქონდა დარჩენილი, როდესაც ყველა პროექტი მთლიანად შეჩერდა. ამიტომ, სამსახურიდან წასვლა მომიწია და უმუშევრობის შემწეობასაც კი არ ვიღებდი, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი, რაც ჩემი დაუფიქრებლობის გამო მოხდა და რასაც დღემდე ვნანობ“ - ამბობს პიტერი.
მარიას ფრჩხილების მოვლის სალონი ჰქონდა და როგორც კი კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მისი ყველა კლიენტი გაქრა. შემოსავლის დაკარგვის შემთხვევისთვის მასაც ასევე არანაირი წინასწარი ზომა არ ჰქონდა მიღებული.
„370-ზე მეტი განაცხადი გავაგზავნე. უმეტეს შემთხვევაში, საერთოდ არაფერი მიმიღია. როდესაც 60 წელს გადაცილებული ხარ, შრომის ბაზარზე აღარ ხარ ისეთი მოთხოვნადი“, - ამბობს პიტერი და ამატებს, რომ ის ორჯერ მოატყუეს არაკეთილსინდისირმა დამსაქმებლებმა, მარიასაც არ გაუმართლა და ბანკმა, რომელიც თავიდან მათ პრობლემებს გაგებით მოეკიდა, გარკვეული დროის შემდეგ დამოკიდებულება შეცვალა.
პეტერმა და მარიამ 2015 წელს ნორტელიეს მახლობლად სახლი იყიდეს. ფასი 2.5 მილიონი კრონა (დაახლოებით 250 ათასი დოლარი) იყო. გადახდის პრობლემების გამო, მათ ვერ შეძლეს იპოთეკური სესხის მიღება მსხვილი ბანკიდან. ამის ნაცვლად, მათ მიმართეს Bluestep-ს, კომპანიას, რომელიც სესხებს აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც გადახდის სირთულეები ან არასტაბილური დასაქმება აქვთ. ეს სამიზნე ჯგუფი ნიშნავს, რომ ბანკი გაზრდილი რისკის წინაშე დგას, რაც, თავის მხრივ, მაღალ საპროცენტო განაკვეთებს განაპირობებს..
„საბოლოოდ, სამი სესხი ავიღეთ, რომელთა საპროცენტო განაკვეთი რვიდან თორმეტ პროცენტამდე მერყეობდა. იპოთეკური სესხი თვეში დაახლოებით 25000 კრონა გვიჯდებოდა“, - ამბობს პიტერი.
მისი თქმით, მათ სახლი გასაყიდად გაიტანეს, მაგრამ მასში მცირე ფასს იძლეოდნენ, ბანკმა იგრძნო, რომ ეს ძალიან დიდხანს გაჭიანურდებოდა, იპოთეკური სესხი გააუქმა და დაუკავშირდა ვალების ამოღების სააგენტოს, რომელმაც ორი აუქციონი ჩაატარა და ყველაზე მაღალი ფასი 1.5 მილიონ კრონაზე ოდნავ მეტი იყო. როგორც სამსახური, ისე ბანკი ამ ფასს დათანხმდნენ.
წყვილმა ქონების ჩამორთმევაც და აუქციონიც გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლომ შვედეთის ქონების ამოღების სამსახურს დაუჭირა მხარი.
„ჩვენი შვილები ჩვენთვის ყველაფერია. არ ვიცი, რას ვიზამთ, თუ მათ დავკარგავთ“. სასამართლოს გადაწყვეტილება „მთელი ჩვენი ოჯახის განადგურებას გამოიწვევს. ეს აშკარად არღვევს ბავშვის უფლებათა კონვენციას, რომელიც აცხადებს, რომ ბავშვის ინტერესები უმთავრესია“, კი, „ჩვენ, რა თქმა უნდა, შეცდომები დავუშვით. იდეალურები არ ვართ. თუმცა, ასეთი შედეგები სრულიად გაუმართლებელია. სახლის დაბალი ფასის გამო, მისი გაყიდვისას შემდეგ მილიონზე მეტი ვალი დაგვრჩება. სხვა საცხოვრებელს ვერ ვიპოვით და შვილებს დავკარგავთ“. უბრალოდ, სიგიჟეა, ეს ყველაფერი. 
გამოცემა ნორტელიეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს დაუკავშირდა, რომლებმაც აღსრულების წესები განმარტეს:
თუ იპოთეკური სესხის ამღები გადახდებს ვერ ახერხებს, ბანკს შეუძლია დაუკავშირდეს შვედეთის ვალების ამომღებ სააგენტოს. ამან შეიძლება გამოიწვიოს სახლის აუქციონზე გაყიდვა და მცხოვრებლების სახლიდან იძულებით გაყვანა, მაშინაც კი, თუ სახლში ბავშვები არიან.




