საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია Education First-ის მიერ შედგენილი 2023 წლის რეიტინგის თანახმად, საქართველომ ინგლისური ენის ცოდნის დონით საფრანგეთს გაუსწრო და ევროპაში 23-ე, მსოფლიოში კი 32-ე ადგილზეა.
Education First-ის მიერ შედგენილ რეიტინგში, რომელიც დაფუძნებულია 2,2 მილიონი ზრდასრული ადამიანის მიერ 2022 წელს გავლილი ტესტირების შედეგების ანალიზზე, პირველ ადგილზე ნიდერლანდებია, მეორეზე სინგაპური, მესამეზე კი ავსტრია.
Education Firstის მიხედვით, ინგლისური ენის ცოდნის ძალიან მაღალი დონით 12 ქვეყანა გამოირჩევა, ცოდნის კარგი დონით 18, ხოლო ცოდნის ზომიერი დონით 33. დანარჩენი 51 ქვეყანა ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის დაბალი და ძალიან დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება
1. ნიდერლანდები - 674
2. სინგაპური - 631
3. ავსტრია - 616
4. დანია 615
5. ნორვეგია - 614
6. შვედეთი - 609
7. ბელგია - 608
8. პორტუგალია - 607
9. სამხრეთ აფრიკა - 605
10. გერმანია - 604
11. ხორვატია - 603
12. საბერძნეთი - 602
13. პოლონეთი - 598
14. ფინეთი - 597
15. რუმინეთი - 596
16. ბულგარეთი - 589
17. უნგრეთი - 588
18. სლოვაკეთი - 587
19. კენია - 584
20. ფილიპინები - 578
21. ლიეტუვა - 576
22. ლუქსემბურგი - 575
23. ესტონეთი - 570
24. სერბეთი - 569
25. მალაიზია - 568
26. ჩეხეთი - 565
27. ნიგერია - 562
28. არგენტინა - 560
29. ჰონკონგი -558
30. შვეიცარია - 553
31. ჰონდურასი - 544
32. საქართველო - 541
33. ბელარუსი - 539
34. განა - 537
35. იტალია - 535
35. მოლდოვა - 535
35. ესპანეთი - 535
38. კოსტა-რიკა - 534
39. ალბანეთი - 533
39. ურუგვაი - 533
41. ბოლივია - 532
41. რუსეთი - 532
43. კუბა - 531
43. საფრანგეთი - 531
45. პარაგვაი - 530
45. უკრაინა - 530
47. უგანდა - 529
48. სომხეთი - 528
49. ჩრდილოეთ კორეა - 525
50. სალვადორი - 524
სიაში 66-ე ადგილზეა თურქეთი, 83-ე ადგილზე კი აზერბაიჯანი.
ქალაქების მიხედვით შედგენილ ინგლისური ენის ცოდნის ინდექსის რეიტინგში პირველ ადგილზე ამსტერდამია, მეორეზე ვენა, მესამეზე კი კოპენჰაგენი.
თბილისი ინგლისური ენის ცოდნის მაღალი დონით გამორჩეულ ქალაქებს შორის მოხვდა
1. ამსტერდამი 646
2. ვენა 640
3. კოპენჰაგენი 639
4. სტოკჰოლმი 637
5. ოსლო 629
6. ბერლინი 625
7. სოფია 622
8. ბერნი 621
9. ტალინი 621
10. ჰელსინკი 617
11. კეიპტაუნი 614
12. ზაგრები 612
13. ათენი 611
14. ვილნიუსი 610
15. ლისაბონი 609
16. ვარშავა 605
17. ბუქარესტი 602
18. ბუდაპეშტი 600
19. ბელგრადი 594
20. ბრატისლავა 592
21.ბუენოს-აირესი 592
22. ბრიუსელი 589
23. პრაღა 589
24. მანილა 587
25. ნაირობი 586
26. პარიზი 579
27. ლაგოსი 578
28. კიშინიოვი 573
29. კუალა-ლუმპური 564
30. ლა-პასი 562
31. სეული 559
32. ტირანა 559
33. მადრიდი 558
34. რომი 555
35. სანტიაგო 553
36. აკრა 552
37. თბილისი 551
38. ტეგუსიგალპა 551
ინგლისური ენის ზომიერი ცოდნის ჯგუფში მოხვდნენ მინსკი, კიევი, მოსკოვი და ერევანი
40. მინსკი 549
43. კიევი 547
46. მოსკოვი 542
50. ერევანი 536
ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასე იცვლებოდა:
2019 - 481
2020 - 503
2021 - 512
2022 - 524
2023 - 541