თხევადი ბუნებრივი აირის შეძენის შესახებ ხელშეკრულება ერთ-ერთია ინდოეთის დედაქალაქში არაბთა გაერთიანებული სამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვედრის დროს ხელმოწერილი რამდენიმე ხელშეკრულებიდან.

შეთანხმების თანახმად, ინდოეთი ყოველწლიურად 10 წლის განმავლობაში, 2028 წლიდან დაწყებული, არაბთა გაერთიანებული საამიროებისგან 0.5 მილიონ მეტრულ ტონა ბუნებრივ აირს შეისყიდის. ორმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ბირთვული თანამშრომლობის, „დიდი ბირთვული რეაქტორების“ განვითარებისა და განლაგების, ასევე ბირთვული უსაფრთხოების შესახებ

ორი ქვეყანა ასევე გეგმავს მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში. ხელი მოეწერა შეთანხმებებს კოსმოსურ და კვების მრეწველობაში. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა აიღო ვალდებულება, ინვესტიციები ჩადოს პრემიერ-მინისტრ მოდის მშობლიურ შტატში, გუჯარათში, რათა განავითაროს სპეციალური საინვესტიციო ზონა აეროპორტებით, პორტებით, საბანკო დაწესებულებებით და ჭკვიანი ქალაქებით.

ორმა ქვეყანამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ბირთვული თანამშრომლობის, „დიდი ბირთვული რეაქტორების“ განვითარებისა და განლაგების, ასევე ბირთვული უსაფრთხოების შესახებ.

ინდოეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ბოლო წლებში ძლიერ ბიზნესპარტნიორებად იქცნენ. მათ შორის ვაჭრობა ამ დროისთვის 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ლიდერები 2032 წლისთვის ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ისახავენ მიზნად.

დელიში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის ვიზიტი და ხელმოწერილი ხელშეკრულებები, დასავლეთ აზიაში დაძაბულობის ზრდის, განსაკუთრებით ირანთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, აგრეთვე საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის იემენთან დაკავშირებით არსებული პრობლემების და ღაზაში არასტაბილური ვითარების გამო, მეტად დიდ მნიშვნელობას იძენს.

ვიზიტი აჩვენებს, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროები და ინდოეთი გლობალური გაურკვევლობის პერიოდში მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებენ და მის კიდევ უფრო გაძლიერებას ესწრაფვიან.