ინდოეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური ეკონომიკური ანგარიშის თანახმად, ქვეყანა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით იაპონიას გაუსწრო და მსოფლიოში მეოთხე ეკონომიკა გახდა.
4.18 ტრილიონი დოლარის მშპ-ით ინდოეთმა იაპონიას გაუსწრო მსოფლიოში მეოთხე უდიდესი ეკონომიკა გახდა და მომდევნო 2.5-3 წლის განმავლობაში ამჟამად მესამე ადგილზე მყოფ გერმანიას გადაუსწრებს, - ნათქვამია ინდოეთის მთავრობის ეკონომიკურ ანგარიშში.
ინდოეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2025-26 ფისკალური წლის მეორე კვარტალში 8.2%-ით გაიზარდა, რაც პირველ კვარტალის 7,8%-იან და წინა წლის მეოთხე კვარტალის 7,3%-იან ზრდის ტემპის მნიშვნელოვანი მატებაა.
მსოფლიო ბანკის ბოლო მონაცემებით, ინდოეთში 2024 წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 2 694 დოლარი იყო, რაც თორმეტჯერ ნაკლებია იაპონიაზე (32 487 აშშ დოლარი) და ოცჯერ ნაკლებია გერმანიაზე (56 103 აშშ დოლარი).




