ინდოეთის შტატებში ჯამუსა და ქაშმირში, პაკისტამის მხრიდან განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დედა და მისი ორი შვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press- ი ინდოეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის ტელეარხ NDTV- ის მონაცემებით, 2 მარტს, ღამით ავიაიერიშები ნაღმტყორცნებიდან და 105 მმ-იანი ჰაუბიცებიდან განხორციელდა. შედეგად, სოფელ სალოტრიში რამდენიმე სახლი დაინგრა. პარალელურად, პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ინდოეთმა საკონტროლო ხაზის გასწვრივ "განურჩეველი დაბომბვა" განახორციელა, რის შედეგადაც ბავშვი დაიღუპა. მათ ცნობით, იერიშების შედეგად ასევე სამი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაინგრა. როგორც ინდოეთის მხარე აცხადებს, დაბომბვა რამდენიმე საათის შემდეგ შემდეგ დაიწყო, რაც პაკისტანმა დელის პილოტი გადასცა, რომელიც 27 თებერვალს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ ტყვედ ჩაიგდეს.