ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა შეერთებულ შტატებში ახალი პოლიტიკური ძალის, "ამერიკული პარტიის", შექმნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მასკი პლატფორმა X-ზე წერს.

"ორი ერთზე უპირატესობით, გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია - და მიიღებთ მას!" - წერს მასკი.

მან გააკრიტიკა აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური სისტემა და თქვა, რომ ქვეყანა, ფლანგვისა და კორუფციის გამო, ფაქტობრივად, ერთპარტიულ სისტემაში ცხოვრობს და არა დემოკრატიაში.

"დღეს America Party შეიქმნა, რათა დაგიბრუნოთ თქვენი თავისუფლება," - წერს მასკი.