ადგილობრივი შერიფის ოფისის განცხადებით, ილინოისში მამაკაცს სიძულვილის დანაშაულის ბრალდება ემუქრება მას შემდეგ, რაც ის თავს დაესხა მუსლიმ მოიჯარეებს და 6 წლის ბიჭი და მისი დედა დანით დაჭრა.
71 წლის ჯოზეფ ჩუბას, პლეინფილდიდან, ბრალი წაუყენეს მკვლელობაში, მკვლელობის მცდელობაში, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულში.
ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბჭოს ჩიკაგოს ოფისმა აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ბიჭი წარმოშობით პალესტინელი ამერიკელი იყო.
"დეტექტივებმა შეძლეს, დაედგინათ, რომ ამ სასტიკი თავდასხმის ორივე მსხვერპლი ეჭვმიტანილის სამიზნე იყო, რადგან ისინი იყვნენ მუსლიმები და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, რომელშიც "ჰამასი" და ისრაელელები მონაწილეობენ", - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში, რომელიც დანაშაულს "ძალადობის უაზრო და მშიშარა აქტს" უწოდებს.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს "ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელს შეუტიეს. ამის საპასუხოდ, ღაზას სექტორზე მძლავრი საჰაერო დარტყმები განხორციელდა. ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო პალესტინის ანკლავში 2650-ზე მეტი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მის ქვეყანას "ომი აქვს". მზადდება სახმელეთო ოპერაცია.








