აზერბაიჯანმა საკუთარი ტერიტორიის გავლით სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე შეზღუდვები მოხსნა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ასტანაში, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ალიევის თქმით, აზერბაიჯან-სომხეთს შორის მშვიდობა რეალურია და პრაქტიკულადაც ხორციელდება.
"აზერბაიჯანმა სომხეთში ტვირთების ტრანზიტზე ყველა შეზღუდვა მოხსნა, რომელიც ოკუპაციის შემდეგ არსებობდა და პირველი ასეთი სატრანზიტო ტვირთი ყაზახური მარცვლეულის სომხეთში გადაზიდვა იყო. ეს ასევე კარგი მაჩვენებელია იმისა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე, არამედ პრაქტიკაშიც". - თქვა ალიევმა.




