ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის საკითხებზე გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

„ბოსტნეული, ბაღჩეული, ხილისა და კენკრა - აქ სიტუაცია პოზიტიურია. ჩვენ ბოსტნეულით 107 პროცენტით თვითკმარი ვართ და 214 000 ტონა გაგვაქვს ექსპორტზე. შიდა წარმოება 1 770 000 ტონაა. ბაღჩეეულის წარმოება 460 000 ტონაა, პრაქტიკულად არ არის იმპორტი. ექსპორტი 18 000 ტონაა, რაც 104 პროცენტიან ზრდას წარმოადგენს. ხილი და კენკრა 140 პროცენტით თვითკმარია, წარმოება 1 400 000 ტონას აღწევს. რა თქმა უნდა, იმპორტიც არის, რადგან არის სხვადასხვა ხილი, რომელსაც აქ არ ხარობს და იმპორტით შემოგვაქვს, თუმცა, ექსპორტიც საკმაოდ დიდია, დაახლოებით 600 000 ტონა“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანში თხილის სახელმწიფო პროგრამის მიღების შემდეგ თხილეულის პლანტაციები მნიშვნელოვნად გაფართოვდა (აზერბაიჯანული მედიის ცნობით, თხილეული - თხილი, კაკალი, ნუში, ფსტა - გაშენებულია 84 000 ჰექტარზე - „აიპრესი“) და ექსპორტზე 30 000 ტონა გადის, რაც აზერბაიჯანს მსოფლიოში მესამე-მეოთხე ადგილზე აყენებს.

პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებზე მოთხოვნის და ადგილობრივი წარმოების მოცულობის შესახებაც ისაუბრა.  

„ყურძნის წარმოება: თვითკმარობა 92 პროცენტია, წარმოება 211 000 ტონაა, იმპორტი კი 28 000 ტონაა. ასევე, ექსპორტზე 10 000 ტონაა.

ძროხის ხორცი: 84 პროცენტით თვითკმარი ვართ, იმპორტირებულია 30 000 ტონა, ხოლო ადგილობრივი წარმოებისაა 150 000 ტონა.

ფრინველის ხორცი: 82 პროცენტით თვითკმარი, წარმოება 147 000 ტონაა, იმპორტი კი 32 000 ტონაა.

ცხვრის და თხის ხორცი: 94 პროცენტით თვითკმარი, წარმოება 88 პროცენტია, იმპორტი კი 5 000 ტონაა.

კვერცხი: წარმოებულია 2 მილიარდი 340 000 კვერცხი, იმპორტის და მოთხოვნის გარეშე. ექსპორტი სულ 90 მილიონ კვერცხს შეადგენს.

თევზი და თევზის პროდუქტები 81 პროცენტით თვითკმარია, იმპორტის ჯამური მოცულობა 23 000 ტონას, ხოლო ექსპორტის ჯამური მოცულობა 7 000 ტონას შეადგენს.

მცენარეული ზეთების ჯამური მოცულობა 52 პროცენტით თვითკმარია, იმპორტის ჯამური მოცულობა 62 000 ტონას, ხოლო წარმოების ჯამური მოცულობა 56 000 ტონას შეადგენს.

კარაქის ჯამური მოცულობა 62 პროცენტით თვითკმარია, წარმოება 26 000 ტონას, იმპორტის ჯამური მოცულობა 20 000 ტონას, ხოლო ექსპორტის ჯამური მოცულობა 4 000 ტონას შეადგენს.

ჩაის ჯამური მოცულობა 86 პროცენტით თვითკმარია, წარმოება 11 000 ტონას, იმპორტის ჯამური მოცულობა 2 500 ტონას, ხოლო ექსპორტის ჯამური მოცულობა დაახლოებით 1 000 ტონას შეადგენს.

მარილის ჯამური მოცულობა 95 პროცენტით თვითკმარია, შიდა წარმოება 1 364 000 ტონას, იმპორტის ჯამური მოცულობა 95 000 ტონას, ხოლო ექსპორტის ჯამური მოცულობა 28 000 ტონას შეადგენს.

მაკარონის წარმოება 34 000 ტონაა, იმპორტის ჯამური მაჩვენებელი 18 000 ტონაა, ექსპორტის კი - 14 000 ტონა. მთლიანი თვითკმარობა 89 პროცენტია.

შაქრის 102 პროცენტით თვითკმარი ვართ და 96 000 ტონა გაგვაქვს ექსპორტზე“ - თქვა ალიევმა და დასძინა:

„ამ მონაცემებს ინვესტორებს ვუზიარებ და მოვუწოდებ მათ, წვლილი შეიტანონ ამჟამად იმპორტირებული პროდუქციის წარმოებაში“.