უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის სიღრმეში მორიგი რეკორდული მანძილი დაფარეს და პირველად მიიტანეს იერიში ციმბირში, ქალაქ ომსკში მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე (ОНПЗ). ომსკის ეს ობიექტი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ნავთობგადასამუშავებელი საწარმოა, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 2300-ზე მეტი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ადგილობრივი წყაროებისა და თვითმხილველების ინფორმაციით, ქარხნის ტერიტორიაზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია პირველადი გადამუშავების ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური დანადგარი, რაც საწარმოს მუშაობას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
ომსკის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამეულში შედის და წლიურად ათეულობით მილიონ ტონა ნავთობს ამუშავებს.
ქარხანა უზრუნველყოფს როგორც რუსეთის შიდა ბაზარს (მათ შორის ციმბირსა და ურალს), ისე სამხედრო ტექნიკისთვის საჭირო საწვავის წარმოებას.
ეს თავდასხმა აჩვენებს, რომ უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც რუსეთის ღრმა ზურგში არსებულ ობიექტებს დაუცველს ხდის.




