დღეს, იაპონიის სანაპიროებთან, ადგილობრივი დროით 02:45 საათზე, სატვირთო გემი ჩაიძირა.

იაპონიის ქალაქ კიტაკიუშუს სანაპირო დაცვის რეგიონალურმა შტაბმა გუშინ, 23:15 წუთზე ჰონკონგის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემისგან მიიღო სიგნალის დახმარების თხოვნით. სამაშველო ჯგუფების დაუსახლებელი კუნძულიდან 110 კმ-ში მისვლის დროს გემი უკვე ჩაძირული იყო.

იქვე ახლო მყოფმა გემმა დაახლოებით 02:45 საათზე ჩაძირული გემის ეკიპაჟის 5 წევრი გადაარჩინა. ისინი გემის ჩაძირვამდე ცოტა ხნით ადრე დაინახეს გემის სამაშველო ნავში.

სატვირთო გემის ეკიპაჟის გადარჩენილი წევრების თქმით, გემის ბორტზე სულ 22 კაცი იმყოფებოდა -  14 ჩინელი და 8 ბირმელი.