საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა უკრაინის პრეზიდენტისგან პეტრ პოროშენკოსგან რუსული საიტების დაბლოკვის გაუქმება მოითხოვა. აღნიშნულის შეახებ РИА Новости წერს.

„ეს მორიგი მაგალითია იმისა, თუ როგორც ცდილობს პრეზიდენტი პეტრ პოროშენკო გააკონტროლოს უკრაინაში საზოგადო დისკურსი. პოროშენკომ შესაძლოა გაამართლოს ეს ნაბიჯი, თუმცა ეს ცინიკური, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმაა ადამიანთა უფლებებსა და ინფორმაციაზე წვდომაზე, რომელიც ეხება მილიონობით უკრაინელის პირად და პროფესიონალურ ცხოვრებას“, - აცხადებს Human Rights Watch-ი წარმომადგენელი უკრაინაში ტანია კუპერი.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრეზიდენტი პეტრ პოროშენკოს მიერ ოფიციალურად მოეწერა ხელი რუსული სოციალური ქსელები დაბლოკვა უკრაინაში.

ბრძანების მიხედვით, ინტერნეტ-პროვაიდერებს მიუვიდათ ბრძანება  შემდეგი ქსელები: ვკონტაქტე და ოდნოკლასნიკი, აგრეთვე საიტ-ჰოლდინგი Mail.Ru, რომელიც აერთიანებს აღნიშნულ საიტებს. სანქციები აგრეთვე შეეხო იანდექსსაც. ინტერნეტ-რესურსების წარმომადგენლებმა უკვე გააპროტესტეს უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება.

სანქციები აგრეთვე მოიცავს სანქციებს ტელეკომპანია РБК, "ТВ Центр", ВГТРК, "НТВ Плюс", ТНТ და "Звезда"-ს წინააღმდეგ.

პოროშენკოს ბრძანებულებით აგრეთვე გაფართოვდა იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, რომელთა წინააღმდეგაც ქვეყანაში სანქციები განხორციელდა - მათ შორის არიან ჟურნალისტები, დუმას დეპუტატები, სამხედროები და მოსამართლეები. მთლიანობაში, უკრაინის შავ სიაში 1228 პირი და 468 კომპანიაა შესული.