ჰორმუზის სრუტესთან ახლოს აშშ-ის არმიის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „პილოტები კარგად არიან“.
„ნიუ-იორკ ტაიმსი“ იტყობინება, რომ ორშაბათს სრუტესთან ახლოს აშშ-ის არმიის Apache-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა გახდა საჭირო.
„პილოტები კარგად არიან, არავინ დაშავებულა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში ორშაბათს საღამოს NBA-ის ფინალზე დასწრების შემდეგ.
მან ინციდენტის შესახებ დამატებითი დეტალებზე არ ისაუბრა, მაგრამ თქვა, რომ ანგარიში „ხვალ“ გამოქვეყნდება. „ნიუ-იორკ ტაიმსის“ რეპორტაჟში ნათქვამია, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ კიდევ გაურკვეველია.




