საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერების განცხადებებს ბრიუსელზე "გლობალური ომის პარტიის" გავლენების შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი გამოეხმაურა.
"ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია - ის არის მოსკოვში. რუსეთია, ვინც საქართველოში შეიჭრა 2008 წელს; რუსეთია, ვინც შეიჭრა აღმოსავლეთ უკრაინაში და მოახდინა ყირიმის ანექსია 2014 წელს და რუსეთია, ვინც განახორციელა სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში 2022 წელს; რუსეთია, ვინც იყენებს ჰიბრიდულ ინსტრუმენტებს, რომ არიოს ვითარება და შექმნას ქაოსი ყველგან - აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში", – განაცხადა ჰერჩინსკიმ.