ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ, -  ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვითარება ამ ზომამდე არ მივა.

"თუკი არჩევნები არ ჩაითვლება სამართლიანად და თავისუფლად, სამწუხაროდ, იძულებული ვიქნებით, აღვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული ზომები და ეს არის ის, რაც ჩვენ გავაკეთეთ წარსულში სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ბელარუსთან დაკავშირებით.

ჩვენ არ ვაღიარეთ არჩევნები ბელარუსში, იქ არჩევნები მოიპარეს და ამიტომ ჩვენ წარვადგინეთ სხვადასხვა ზომების ფართო სპექტრი, სანქციების ჩათვლით. ეს არის ყველაზე უარესი სცენარი, იმედი მაქვს, აქამდე არ მივალთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნები იქნება თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი და მზად ვართ, ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ქართველი ხალხი აირჩევს და პატივს ვცემთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ნებისმიერ შედეგებს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.