ამის შესახებ შვედეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

წელს შვედეთში, დათვზე ლიცენზირებული ნადირობის სეზონი დილის საათებში გაიხსნა და სულ რაღაც საათების განმავლობაში მონადირეებმა 71, დღის განმავლობაში კი 102 დათვის მოკლეს.

სულ, სეზონის განმავლობაში 486 დათვის მოკვლაა ნებადართული, რაც 163-ით ნაკლებია, ვიდრე 2023 წელს. ნადირობა 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი, თუმცა შეწყდება უფრო ადრე, თუ ლიცენზიით გათვალისწინებულ რაოდენობას მანამდე მოინადირებენ.

შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2022 წლის შემოდგომაზე, ლიცენზირებული ნადირობის დასრულების შემდეგ, შვედეთში დაახლოებით 2800 დათვი იყო.

შვედეთში ყველაზე უფრო გავრცელებული დათვი - შვედური მურა დათვი - ადამიანთა მიმართ შიშით არის ცნობილი.