სამშაბათს, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა პრესკონფერენცია გამართეს და გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პოზიციიდან გამომდინარე საფრთხეების შესახებ ისაუბრეს.

დანიის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ოთხშაბათს თეთრ სახლში აშშ-ს და დანიას და გრენლანდიას შორის შეხვედრა გაიმართება,
„ჩვენ გვსურს დიალოგსა და თანამშრომლობაში ჩართვა. ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს. მაგრამ ჩვენი გზავნილი ცხადია: გრენლანდია არ იყიდება. ჩვენ ეს თავიდანვე ნათლად განვაცხადეთ“.

„ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ: გრენლანდია არ იქნება შეერთებული შტატების საკუთრება, გრენლანდია არ იქნება მართული შეერთებული შტატების მიერ და გრენლანდია არ გახდება შეერთებული შტატების ნაწილი. ჩვენ ვირჩევთ დანიას, ჩვენ ვირჩევთ ნატოს, ჩვენ ვირჩევთ ევროკავშირს“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა

კითხვაზე, რა მოხდებოდა, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიასთან დაკავშირებით შეთავაზებას გააკეთებდა, ნილსენმა უპასუხა:

„ადამიანების ყიდვის შესაძლებლობაზე საუბარიც კი - უპატივცემულობაა“.

მოგვიანებით, ნილსენის პოზიციის შესახებ კითხვაზე ტრამპმა ჟურნალისტს უპასუხა:

„ეს მათი პრობლემაა. მე მათ არ ვეთანხმები. არ ვიცი ვინ არის ის - არაფერი ვიცი მის შესახებ. მაგრამ ეს მისთვის დიდი პრობლემა იქნება“.