ლიეტუვა მტკიცედ დგას საქართველოს ხალხისა და მათ ევროპული ოცნების გვერდით! - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.

ის საქართველოს პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს მიმართავს: "გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპული გზის შესანარჩუნებლად. საქართველო ეკუთვნის ევროპას."