აშშ და უკრაინა, ევროპასთან ერთად, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაბრუნდნენ, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ დიდი ბრიტანეთის პემიერ-მინისტრ, კირ სტარმერთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

"მნიშვნელოვანი დისკუსია გაიმართა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან ერთად. ჩვენ არ უნდა დავიშუროთ ჩვენი ძალისხმევა ძლიერი ტრანსატლანტიკური კავშირის შესანარჩუნებლად. აშშ და უკრაინა ევროპელებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას უნდა დაუბრუნდნენ. NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის უსაფრთხოება პრიორიტეტულია. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო ელემენტი ევროპის მხრიდან მშვიდობის აღსრულება უნდა იყოს," - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.