ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა X-ზე კიდევ ერთხელ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამბობს, "არ უნდა დავუშვათ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ოცნება გაქრეს".
ის ევროკავშირს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
"ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, არ მიატოვოს ქართველი და მოლდაველი ხალხი. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათი ევროპული ოცნება გაქრეს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი სამოქალაქო საზოგადოებას და უზრუნველვყოთ, რომ ხალხის ხმა გადამწყვეტი იყოს მათი ქვეყნების მომავლის განსაზღვრაში", - წერს ნაუსედა.
ის ასევე ამბობს, რომ “რუსეთი თავის ჰიბრიდულ ოპერაციებს აძლიერებს ევროკავშირის სამეზობლოში. ბოლო საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და ევროკავშირის შესახებ რეფერენდუმი მოლდოვაში ამ ჩარევის მტკიცებულებებია".
For the #EU, it is crucial not to abandon the people of #Georgia and #Moldova. We cannot let their European dream drift away.
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) October 29, 2024
We must support civil society and ensure that the people's voices are decisive in determining the future of their countries. 🧵