ვიდეო კენიაში, მასაი მარას ნაციონალურ ნაკრძალშია გადაღებული.
ძუ ლომმა გიენების მიერ მონადირებული ზებრის დაპატრონება განიზრახა, მაგრამ გიენებს მის წინაშე უკანდახევის სურვილი არ აღმოაჩნდათ და მშვიდად განაგრძეს ტრაპეზი, ხოლო მას შემდეგ კი, რაც ლომი მათ არ მოშორდა, შეუტიეს მას და გაქცევა აიძულეს. სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც "ბრძოლის ველზე" ხვადი ლომი გამოჩნდა. გიენებმა მასთან შებმას გაქცევა ამჯობინეს და ნანადირევი მას დაუთმეს. მოზადებულია dailystar.co.uk მიხედვით. მოამზადა რაულ კაპანაძემ.