აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის საქმიანობით ამერიკელების მხოლოდ 40%-ია კმაყოფილი. ეს ამერიკის ისტორიაში დემოკრატი პრეზიდენტისთვის ყველაზე მცირე მაჩვენებელია. საზოგადოებრივი აზრის კვლევა NBC News-მა გამოაქვეყნა.

კვლევის მიხედვით, ბაიდენით უკმაყოფილოების მაჩვენებელმა შეერთებულ შტატებში 57%-ს მიაღწია. შედარებისთვის: მიმდინარე წლის იანვარში მსგავს გამოკითხვაში ბაიდენის საქმიანობას დადებითად 46% აფასებდა, უარყოფითად - 50%.

კვლევის ავტორების აზრით, ეს შედეგი დაკავშირებულია ბაიდენის საგარეო პოლიტიკით ამერიკელების უკმაყოფილებასთან, პირველ რიგში მისი მკვეთრად ისრაელის მხარდამჭერი პოზიციების გამო.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკას დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 33% აფასებს, საპირისპირო აზრი კი გამოკითხულთა 62%-მა გამოთქვა. კონკრეტულად, გამოკითხულთა მხოლოდ 34% დაეთანხმა ბაიდენის პოზიციას ისრაელთან დაკავშირებით, ხოლო 56% არა.

გარდა ამისა, NBC-ის კვლევაში დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში პირველად ამარცხებს მოქმედ პრეზიდენტს.

ბაიდენის მხარდაჭერა ყველაზე მეტად დემოკრატიული პარტიის ელექტორატში შემცირდა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ "ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებები ზედმეტად შორს წავიდა."

18-34 წლამდე ამომრჩევლებში, ბაიდენის პოზიციას ისრაელის მიმართ გამოკითხულთა 70% არ ეთანხმება.