„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზის სექტორზე ისრაელის მიერ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის ცნობით, ჩრდილოეთ ღაზაზე დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც „ჰამასმა“ უხეშად დაარღვია შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მებრძოლები გამოვიდნენ  ე.წ. „ყვითელი ხაზის“ აღმოსავლეთით მდებარე გვირაბიდან და ისრაელის არმიის სრულად კონტროლირებად ტერიტორიაზე, დივიზიის ჩრდილოეთ ბრიგადის ჯარისკაცების განთავსების ადგილის მახლობლად, შევიდნენ დაზიანებულ შენობაში.

გამოცემა „ჰაარეტცი“ წერს, რომ თვითმხილველების თქმით, ისრაელის დრონმა სამედიცინო ჯგუფებს ადგილზე მისვლაში ხელი შეუშალა.