2 სექტემბრის ღამით რუსულმა ძალებმა ოდესაზე კომბინირებული და მასირებული იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. 

ოდესის საპორტო ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ოფიციალური ცნობით, იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვიცაა. ორი დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

დარტყმის შედეგად ძლიერად დაზიანდა 24-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი — ჩამონგრეულია ბინის ნაწილები, ხოლო მიმდებარე შენობებსა და სკოლებში მინებია ჩამსხვრეული. აგრეთვე დაზიანებულია მცხოვრებთა ავტომობილები.  

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, ექიმები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და ზარალის ზუსტი მასშტაბების დადგენა.