ამის შესახებ ინფორმაციას „ბილდი“ ავრცელებს.

გერმანელმა ფერმერებმა 2025 წელს კარტოფილის რეკორდული მოსავალი მიიღეს, რამაც მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტის ჭარბი წარმოება და ფასების ვარდნა გამოიწვიუა. შედეგად, ბევრი ფერმერი ანადგურებს თავის მოსავალს ან აგზავნის მას ბიოგაზის ქარხნებში.

შინაგან საქმეთა ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუღებელია, გაანადგურო ან თუნდაც საწვავად გამოიყენიო ისეთი მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი, როგორიც კარტოფილია და ამავდროულად მედია კამპანიებით მოუწოდო მოსახლეობას, რათა მომზადებულები შეხვდნენ კრიზისებს და ომს.

„სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ჭარბი სასოფლო-სამეურნეო წარმოება საგანგებო სიტუაციებისთვის ადგილობრივი წარმოების კარტოფილის რეზერვის შესაქმნელად“, - ამბობს შინაგან საქმეთა ექსპერტი შტეფან მაიერი, ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი საპარლამენტო სახელმწიფო მდივანი, რომელიც ნაწილობრივ პასუხისმგებელი იყო გერმანიაში მიწოდების უსაფრთხოებაზე და დასძენს, რომ სჯობს კარტოფილი დააკონსერვონ ან გამოიყენონ კონსერვებში, ვიდრე გაანადგურონ ან მოიხმარონ საწვავად.

გერმანიამ 2025 წელს კარტოფილის რეკორდული მოსავალი მიიღო. 13.4 მილიონი ტონა 25 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მოსავალია. ეს 5.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით და დაახლოებით 17%-ით მეტია ქვეყნის მასშტაბით ბოლო წლების საშუალო მაჩვენებელზე. დამუშავებული ფართობი გაიზარდა 301 000 ჰექტარამდე, რაც 6.7%-ით მეტია. ამან გამოიწვია კარტოფილის ჭარბი რაოდენობით - 2.4 მილიონი ტონით - წარმოება, - წერს „ბილდი“.